ბავშვის უფლებათა კომიტეტი


ბავშვის უფლებათა კომიტეტი
გაერო-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინიციატივას წარმოადგენს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. ბავშვის უფლებათა კომიტეტი პირველად 1991 წელს შეიკრიბა. მან დაიწყო სახელმწიფოთა 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხოლო 1993 წელს უკვე მიიღო წევრი სხელმწიფოების ანგარიშები. კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომელშიც შედიოდა „ათი უნაკლო მორალური თვისებების და ამ სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე წევრი“. წევრები მუშაობენ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო როტაცია ხდება ყოველ ორ წელიწადში. თავდაპირველად კომიტეტი უნდა შეკრებილიყო წელიწადში ერთხელ, მაგრამ კონვენციის თითქმის საყოველთაო რატიფიცირების შემდეგ (192 წევრმა სახელმწიფომ, გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, აშშ-ს და სომალის გარდა, რომლებმაც თუმცა მოაწერეს ხელი კონვენციას, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიცირება), კომიტეტმა მოითხოვა შეხვედრების რაოდენობის გაზრდა. კომიტეტის მოთხოვნას დაეთანხმნენ წევრი სახელმწიფოები და გენერალურმა ასამბლეამ დააკმაყოფილა იგი. 1995 წლიდან კომიტეტის წევრები სამკვირიანი ვადით ყოველ წელს სამჯერ იკრიბებიან. ბავშვის უფლებათა კონვენცია, უპირველესად ყოვლისა, ხორციელდება ანგარიშების სისტემის საფუძველზე. კონვენციაში მოცემულ უფლებათა მრავალფეროვნების გამო, კომიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია გაერო-ს სისტემაში. იგი ეფექტიანად იყენებს ადამიანის მრავალრიცხოვან საერთაშორისო უფლებებს – სამოქალაქო და პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სოციალურს და კულტურულს – მოსახლეობის განსაკუთრებული სექტორის მიმართ. კონვენციის საყოველთაო ბუნების გათვალისწინებით, ეს აყენებს კომიტეტს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. თუ დავუშვებთ, რომ ანგარიშები დროულად ბარდება, თითეული სახელმწიფოს შესახებ იმ დამატებით ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მიიღება სესიამდელ შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სპეციალიზირებული ორგანოებიდან, მაშინ ყველაფერი ეს დაეხმარება კომიტეტს ადამიანის უფლებათა დაცვის განხორციელების მდგომარეობის სრული სურათის მიღებაში გაერო-ს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებით.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "ბავშვის უფლებათა კომიტეტი" в других словарях:


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.